ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიიდან ისლამისტი ექსტრემისტების დეპორტაციას იწყებს


თურქეთი აცხადებს, რომ ორშაბათს ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრების დეპორტაცია მოახდინა. ქვეყნის მტკიცებით, ეს ექსტრემისტების რეპატრიაციის პროგრამის დასაწყისია.

ნატოელი მოკავშირეები წუხდნენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს, შესაძლოა, თურქეთის გასულ თვეში დაწყებული აგრესიის შემდეგ გაქცევა მოეხერხებინათ. თურქეთმა დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნები, დაადანაშაულა, რომ მათი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაჯგუფების სახელით საბრძოლველად წასული მათი მოქალაქეების უკან დასაბრუნებლად ძალიან "ნელია".

ტრანსსასაზღვრო აგრესიის დაწყების შემდეგ თურქეთმა მანამდე ქურთი მებრძოლების კონტროლირებადი ტერიტორიები მიიღო. ამ ტერიტორიებზე ათასობით ისლამისტი მებრძოლი და ათეულობით ათასი მათი ოჯახის წევრი იმყოფებოდა. მათ შორის, უცხოელებიც.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოულუმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ ანკარა ისლამისტი მებრძოლების იმ ქვეყნებში გაგზავნას დაიწყებდა, რომლებიდანაც ისინი წარმოშობით არიან. ეს კი იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუკი ამ ქვეყნებმა მათ მოქალაქეობა უკვე ჩამოართვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG