"მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ,"- სალომე ზურაბიშვილი ბორის ჯონსონზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს მიმართავს და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. პრეზიდენტმა მცირე განცხადება სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა.

"მეც გისურვებთ რომ მალე გამოჯანმრთელდეთ. ბრიტანელი ხალხი ძლიერია და ჩვენ ყველა გადავლახავთ არსებულ ვითარებას. საქართველო თქვენს გვერდზე დგას,"- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

ასევე ნახეთ: ბორის ჯონსონს კოვიდ-19 დაუდასტურდა