ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 დღეში 60 000-ზე მეტი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევა - ვითარება აშშ-ში 


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის გავრცელება ბოლო 8 დღის განმავლობაში, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ამ დროისათვის 70 000-მდე დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. ეპიცენტრად ჯერჯერობით ნიუ-იორკი ითვლება, სადაც დღეისთვის 31 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

შტატი ცდილობს შეზღუდვების დაწესებით შეამციროს გავრცელების არეალი. გუბერნატორი ენდრიუ კუომო და ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დებლასიო, ყოველდღიურად მოუწოდებენ ფედერალურ მთავრობას დახმარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სასუნთქ აპარატებზე მახვილდება. შტატში ფიქრობენ, რომ ვითარების გასამკლავებლად დამატებით 30 000 სასუნთქი აპარატია საჭირო.

ოფიციალური მონაცემებით, შტატ ნიუ-იორკში შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოებში საჭიროებენ მკურნალობას, როგორც შტატ ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, 31 000-მდე ინფიცირებულიდან მხოლოდ 15% იმყოფება საავადმყოფოში, 1000-მდე კი სარეანიმაციო განყოფილებაშია. პანდემიის პიკს შტატში 14-21 დღის განმავლობაში ელოდებიან.

ნიუ-იორკის შემდეგ, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პანდემიის მომდევნო ეპიცენტრი ნიუ-იორლეანი იქნება და შესაძლოა, ლუიზიანის შტატში გაცილებით რთული მდგომარეობა მივიღოთ, რადგან ინფიცირებულთა შესახებ მონაცემები ნიუ-ორლეანში ძალიან სწრაფად იზრდება. ამ დროისათვის ნიუ-ორლეანში 827 დადასტურებული შემთხვევაა და 37 დაღუპული.

ცუდი შედეგებისათვის რომ შტატები ემზადებიან, ამას ადასტურებს რამდენიმე საათის წინ ამერიკის ფედერალური მთავრობის გადაუდებელი დახმარების სააგენტოს განცხადებაც. მასში ნათქვამია, რომ ნიუ-იორკი, ჩრდილოეთ კაროლინა და ჰავაი სპეციალურ ჯგუფებს ითხოვს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მსხვერპლისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG