ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას აქვს პოტენციალი კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი გახდეს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების “ძალიან სწრაფი მატება” ფიქსირდება. ამის გამო, ამერიკა შესაძლოა დაავადების ეპიცენტრი გახდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაფიქსირეული ახალი შემთხვევების 85 პროცენტი ევროპიდან და ამერიკიდანაა შესული. მათგან კი 40 პროცენტი ამერიკაზე მოდის, განაცხადა ჯამოს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამერიკა ახალ ეპიცენტრად იქცეს, ჰარისმა თქვა, რომ “შეერთბულ შტატებში ვხედავთ შემთხვევების ძალიან სწრაფ მატებას. ასე რომ, ეს პოტენციალი არსებობს. მათ [შეერთებულ შტატებს] დაავადების დიდი აფეთქება აქვთ და ამ აფეთქების ინტენსივობა იზრდება.”

ჯამოს ინფორმაციით, გლობალურად კორონავირუსის აფეთქების შედეგად 335 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. ამ დროისთვის კოვიდ-19-მა 14,510 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG