ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება - ნიუ-იორკის გუბერნატორი დახმარებას ითხოვს


ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ადამიანების 80% ახალი კორონავირუსით დაავადება, ამბობს შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალურ მთავრობასთან ერთად ცდილობს ვითარების კონტროლს.

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკი დახმარებას ითხოვს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:59 0:00

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გუბერნატორი აცხადებს, რომ უნდა გაიზარდოს საავადმყოფოების რაოდენობა რათა შტატმა მოახერხოს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაავადებულ ადამიანს.

"ვერ ვიტყვით რომ გავაორმაგოთ საავადმყოფოების შესაძლებლობები, მაგრამ 50%-ით მაინც უნდა გავზარდოთ, რომ ვითარებას გავუმკლავდეთ," - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შტატში 20 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს. ქალაქ ნიუ-იორკში დაინფიცირებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი. ყოველდღიურად ნიუ-იორკში კორონავირუსზე ტესტირება უტარდება 16 000 ადამიანს.

ნიუ-იორკში მოეწყობა დამატებითი საავადმყოფოები უკვე გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, როგორც ქალაქ ნიუ-იორკში ასევე შტატის სხვადახვა ქალაქში. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკში დროებით მოეწყობა საავადმყოფო, რომლის ხარჯებსაც სრულად ფედერალური ხელისუფლება დაფარავს. ეს საავადმყოფო 1000-ადამიანზე იქნება გათვლილი. შტატში უკვე გაიგზავნა სამხედრო გემი, რომელზეც ასევე იქნება შესაძლებელი დაინფიცირებულთა მიღება და მკურნალობა.

აქვე ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება. "არავინ ვიცით და ვერავინ გეტყვით ეს იქნება 4 თვე, 6, თუ 9. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ეს ვითარება რამდენიმე თვეს გასტანს," - თქვა მან.

ნიუ-იორკის შტატი მიმართავს ექიმებს, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობენ, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და მოცემულ ვითარებაში შტატს დახმარება გაუწიონ.

"მნიშვნელოვანია! ნიუ-იორკი მიმართავს ყველა არამოქმედ ექიმს ან პენსიაზე გასულ მედიკოსებს, სტუდენტებს, გამოიჩინეთ კეთილი ნება და დაგვეხმარეთ გავუმკლავდეთ მოცემულ მდგომარეობას. ჩვენთვის ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია" - ამბობს ენდრიუ კუომო. კუომომ დღესვე აღნიშნა, რომ რეგისტრაცია ვებგვერდზე უკვე გაიარა 30 000-მდე ადამიანმა, რის გამოც ის მათ მადლობას უხდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG