ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკი გამოკითხვებში დაწინაურდა


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში დაწინაურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ რამდენიმე ეფექტური ნაბიჯი გადადგა კორონავირუსთან საბრძოლველად. გამოკითხვა ხუთშაბათს ჩატარდა და მან აჩვენა, რომ მერკელის ბლოკს ახლა მოწონების ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს 2017 წლის ეროვნული არჩევნების შემდეგ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 40% დარწმუნებულია, რომ მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა საუკეთესო ნაბიჯები გადადგა კორონავირუსთან საბრძოლველად. ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით, 12 ნიშნულით მაღალია.

გერმანიაში ახლა ვირუსის 36, 508 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილითა რიცხვი კი 198 აღწევს. გერმანიაში პანდემიის გამო აკრძალვების უმკაცრესი ზომებია მიღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG