ნატოს სატრანზიტო გზის გახსნას აპროტესტებენ

პაკისტანში მრავალათასიანი მსვლელობა მოეწყო
პაკისტანში ათასობით რელიგიური აქტივისტი ნატოს სატრანზიტო გზის გახსნასთან დაკავშირებით ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრანტები მთავრობის გადაწყვეტლებას ეწინააღმდეგებიან და გმობენ აშშ-თან ურთიერთობების დათბობას.

პაკისტანის თავდაცვის საბჭოს წევრი აბდულა გული, 40-ზე მეტ პოლიტიკურ და რელიგიურ ჯგუფთან ერთად, აქციას ხელმძღვანელობდა. გულის განცხადებით, მისი მხარდამჭერები არ დაუშვებენ ნატოს სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას პაკისტანიდან ავღანეთის მიმართულებით.