ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონორები ავღანეთს $4 მილიარდს დაპირდნენ


ნატოს ათასობით ჯარისკაცის გაყვანის შემდეგ, ავღანეთს გრძელვადიანი და მძიმე მუშაობა ელის

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, მისი ქვეყანა „გრძელ გზას ადგება, როდესაც საკუთარ თავს თვითონ უნდა მოუაროს.“

კარზაიმ ეს განცხადება დღეს ტოკიოში დონორ ქვეყნებთან შეხვედრისას გააკეთა და დასძინა, რომ ავღანეთიდან ნატოს ათასობით ჯარისკაცის გაყვანის შემდეგ ავღანეთს გრძელვადიანი და მძიმე მუშაობა ელის იმისთვის, რომ ქვეყანამ სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება შეძლოს.

ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დონორები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთისთვის მომდევნო 4 წლის მანძილზე 16 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.
XS
SM
MD
LG