ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატრნზიტო გზა ერთი მილიარდის სანაცვლოდ


პაკისტანელი მძღოლები უსაფრთხოების დამატებით ზომებს ითხოვენ

პაკისტანის მიერ ავღანეთის მიმართულებით ნატოს სატრანზიტო გზის გახსნის განცხადებიდან ერთი დღე გავიდა. მძღოლები მზადყოფნაში არიან, თუმცა ისინი დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვენ.

თითქმის 8 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ხნის განმავლობაში პასკიტანი ოფიციალური ბოდიშის მოხდას ითხოვდა, თუმცა ობამას ადმინისტრაცია მხოლოდ სინანულითა და თანაგრძნობით შემოიფარგლებოდა.

სამშაბათს, კლინტონმა წერტილი დაუსვა ამ დავას და ოფიცალური ბოდიში მოიხადა, რასაც პასკისტანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. აშშ-მა სატრანზიტო გზის გახსნის სანაცვლოდ, პაკისტანის სამხედრო ძალებს, ანაზღაურების მიზნით, მილიარდი დოლარი გამოუყო.
XS
SM
MD
LG