ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი სატრანზიტო გზას ხსნის


ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, პაკისტანი ნატოს ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო გზას გახსნის. მისი საშუალებით ნატო ავღანეთში დისლოცირებულ ჯარს ამარაგებს. გზა მას შემდეგ დაიკეტა, რაც ნატოს საჰაერო თავდასხმის დროს პაკისტანელი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ინციდენტთან დაკავშირებით პაკისტანი უკვე რამდენიმე თვეა ამერიკისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს. როგორც ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, ის პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰინა რაბანი ჰარს ტელეფონით ესაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ნოემბერში დაღუპული 24 ჯარისკაცის გამო.
XS
SM
MD
LG