"ისლამურმა სახელმწიფომ" პაკისტანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" პაკისტანში, 11 მეშახტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. მეშახტეები პაკისტანის ბელუჩისტანის პროვინციის ჰაზარელ შიიტ უმცირესობას წარმოადგენდნენ.

თავდასხმა 3 იანვარს, ბოლანის რაიონში, ბელუჩისტანის დედაქალაქ კვეტადან 100 კილომეტრში მოხდა. მაღაროელები აფეთქებისას საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდნენ, მაღაროსთან ახლოს.

„მაღაროელებს ყელი გამოჭრეს, მას შემდეგ რაც მათ ხელები შეუკრეს და თვალებზე ააფარეს“, - უთხრა უშიშროების წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“.

ასევე ნახეთ: რუსეთი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერაქტები აღკვეთა

„11 უდანაშაულო მაღაროელის დასაგმობი მკვლელობა კიდევ ერთი მხდალი არაჰუმანური ტერორიზმის აქტია“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერმა იმრან ხანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

მკვლელობას კვეტაში საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა.

ასევე ნახეთ: რატომ არის საფრანგეთი ჯიჰადისტების სამიზნე?

ჰაზარელები პაკისტანსა და ავღანეთში ხშირად არიან თავდასხმების სამიზნე თალიბანის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების და სხვა სუნიტ მულსიმთა შეირაღებული დაჯგუფებების მხრიდან.