ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერაქტები აღკვეთა


Russia Says It Foiled Islamic State Attacks In Moscow Region

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ექსტრემისტთა ჯგუფი, მოსკოვის რეგიონში „საბოტაჟს და ტერორორისტულ აქტებს გეგმავდა.“

უშიშროების სამსახურის ტანამშრომლებმა, „ქსელის სავარაუდო 5-მდე წევრი დააკავეს“, რომელთაგან ერთ-ერთი, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობას აღიარებს. ამის შესახებ, ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის საუბარი იმის შესახებ, თუ სად იმყოფებიან ეჭვმიტანილები.

დღესვე, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ოფიცრებმა ქსელის კიდევ ერთი წევრი დააკავეს. „შუა-აზიის ქვეყნის მოქალაქე“, როგორც მას უწყებაში აღწერენ, სამართალდამცავებმა მოსკოვის აღმოსავლეთით, ვლადიმირის რეგიონში დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში, რომელიც კვლავ გრძელდება, ხელნაკეთი ბომბი ამოიღეს.

„ქსელის სხვა მიზნები იყო „ისალმური სახელმწიფოსთვის“ ახალი წევრებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოძიება“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ისლამური სახელმწიფო“ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად 2014 წელს გამოაცხადა და აკრძალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG