ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი რუსული წარმოების ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს


მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს კოვიდ19-თან საბრძოლველად საკუთარი წარმოების ვაქცინის "სპუტნიკ 5"-ის ეფექტურობაზე ეაუბრება, კრემლში ამბობენ, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. კრემლში დღეს მიზეზებიც გამარტეს და თქვეს "ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ფართო ვაქცინაცია და ქვეყნის მეთაურს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროცესში, როგორც მოხალისემ. ეს გამორიცხულია".

ის, რომ პუტინი რუსულ ვაქცინას არ გაიკეთებს, ჟურნალისტებთან კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და თქვა - "პრეზიდენტს არ შეუძლია დაუდასტურებელი ვაქცინის გამოყენება"

ეს მაშინ, როცა რუსეთი პირველი ქეყანა იყო, რომელმაც კოვიდ19-თან საბრძოლველად ვაქცინა წარადგინა და მას სიმბოლურად "სპუტნიკ 5" დაარქვა. რუსი სპეციალისტები დღემდე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის ეფექტურობაზე და ამბობენ, რომ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 91.4 პროცენტს შეადგენს. თუმცა, რუსულ ვაქცინას ცდების მესამე ეტაპი არ გაუვლია და მისი დამტკიცება ნაჩქარევად მოხდა.

ვაქცინა უკვე გაიკეთა რამდენიმე რუსმა დეპუტატმა, მათ შორის სერგეი ჟირინოვსკიმ. ის ტელეკამერებთან ერთად მივიდა ვაქცინის გასაკეთებლად.

ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე ისაუბრა, მათ შორის მან ვრცელი განცხადება გააკეთა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლის დროსაც.

ის, რომ ვაქცინა ეფექტური არ არის აჩვენებს, ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდაც. რუსეთში ამ დროისთვის კოვიდ19-ით ინფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 36 000-ს აჭარბებს. მონაცემებს კრემლი ავრცელებს, წარმოებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით, კი სპეციალისტებს დასავლეთში კითხვები აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG