ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

ფხენიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კვირის დასაწყისში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა. ეს რიგით მეორე „წარმატებული“ სატესტო გაშვება იყო, მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ გააძლიერებდა თავის სამხედრო შესაძლებლობებს, პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად.

ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბირთვული რაკეტა გამოსცადა

ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხედრო აქტივობები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და სარაკეტო არსენალის მოდერნიზაციას განაგრძობს და არ ასრულებს განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს.

ქვეყნის მმართველი მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტი რაკეტის გამოცდას დადებითად აფასებს. მათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, „დიდი კმაყოფილება“ გამოხატეს, წერია კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ ცნობა, თავიდან სამრეთ კორეის მთავრობამ გაავრცელა.