ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ფხენიანთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადაა


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის მომხრეა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის გზით მშვიდობის დამყარებაზე იმუშაონ. განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უახლესი იარაღის გამოცდით, ფხენიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა ვაშინგტონსა და სეულს, რომ ის არ აპირებს დათმოს ბირთვული ამბიციები. თუმცა, ამავდროულად სურს, რომ ამერიკამ და სამხრეთ კორეამ ეკონომიკური სანქციები გააუქმონ.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა თავის ბოლო საპარლამენტო გამოსვლაში თქვა, რომ ის "გააკეთებს ყველაფერს, რათა [მშვიდობა] დიალოგითა და დიპლომატიით დამყარდეს".

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეასთან შერიგების მომხრეა და მან ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაც შესთავაზა. თუმცა ჩრდილოეთ კორეა ამ მხრივ პოზიციებს არ თმობს და პრეზიდენტის შეთავაზებაზეც ცივი უარი განაცხადა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნის საპრეზიდენტო მანდანტი მომავალი წლის მაისში იწურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG