ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს 300 000-მდე გაზრდის

ნატოს მადრიდის სამიტამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალებს გარდაქმნის და მის რაოდენობა დრამატულად გაზრდის. განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

ამ დროისთვის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში 40 000 ჯარისკაცია. უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 300 000-ს გადააჭარბებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული იქნება ახალი სტრატეგია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება არსებულ ვითარებასთან. საუბარია უკრაინაში რუსულ ომზე და გაზრდილ საფრთხეებზე რომელიც მოსკოვიდან მოდის.

Your browser doesn’t support HTML5

ნატოს ახალი სტრატეგია

„რუსეთი დაშორდა პარტნიორორობას და დიალოგის იმ ფორმატს, რომლის დამყარებასაც, ნატო რუსეთთან მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა“, თქვა სამიტამდე ერთი დღით ადრე სტოლტენბერგმა.

„მათ აირჩიეს დაპირისპირება დიალოგის ნაცვლად. ეს სამწუხაროა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ რეალობას“, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

Your browser doesn’t support HTML5

"ნატოს სამიტზე საქართველოს წინსვლა არ ექნება" - ჰერბსტი

არ არის გამორიცხული ალიანსმა მიიღოს გადწყვეტილება და შეცვალოს, გაზარდოს სამხედროების განლაგება მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე.

ნატოს მადრიდის სამიტზე შეიცვლება 2010 წელს გაკეთებული ჩანაწერის ფორმულირება, სადაც რუსეთი სტრატეგიულ პარნიორად არის მოხსენიებული.

Your browser doesn’t support HTML5

ნატოს გაფართოების მორიგ რაუნდში საქართველო არ იქნება

სამიტი 28 ივნისს აიღებს სტარტს. მოკავშირეები განიხილავენ შვედეთისა და ფინეთის განცხადებებს ნატოში გაწევრიანების საკითხსაც. ორივე ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.