ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ნატოს მადრიდის სამიტის წინ, მოლაპარალებებს გამართავს შვედეთისა და ფინეთის, ასევე ნატოს ლიდერებეთან. ინფორმაციას ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი, იბრაჰიმ კალინი ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთა. თუმცა, ორი სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაერთიანებას ანკარა წინააღმდეგობას უწევს. ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი ქურთთა დაჯგუფებებს უჭერს მხარს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებს უწოდებს.

კალინის თქმით, გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სტოკჰოლმისა და ჰელსინკის ოფიციალურ დელეგაციებთან შეხვედრას ბრიუსელში გამართავს.

„ნატოს გენერალური მდივნის თხოვნით, მადრიდში, ლიდერების დონეზე ოთხმხრივი სამიტი გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი დაესწრება“ - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

თუმცა, სპიკერის თქმით დაგეგმილი შეხვედრა არ ნიშნავს, რომ თურქეთი „თავისი პოზიციიდან ნაბიჯს უკან დგამს.“

"ნატოს სამიტზე საქართველოს წინსვლა არ ექნება" - ჰერბსტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00

„მოლაპარაკებები გარკვეულ ნიშნულამდე მივიყვანეთ. ჩვენი პოზიციების უკან დახევა შეუძლებელია“ - აცხადებს კალინი.

მისი თქმით, ანკარა და სკანდინავიური ქვეყნები, მეტწილად გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ და მადრიდში უკეთესი მდგომარეობა შეიძლება იყოს.

XS
SM
MD
LG