ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" - აქცია თბილისში 


საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ათასობით ადამიანია შეკრებილი.

აქციაზე უკვე გაჟღერდა მოთხოვნები. მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომაა. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მმართველ გუნდს ერთი კვირა ექნება.

" 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, წამოვალთ, შევუერთდებით ერთმანეთს და ავზვირთდებით პარლამენტის წინ. დავრჩებით აქ სანამ საქართველოში ოლიგარქია არ დაიშლება,"- თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეროვნული თანხმობით უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებში არსებულ თორმეტივე პუნქტს შეასრულებს.

რუსეთაველზე შეკრებილი, ათასობით ადამიანი სკანდირებენ "გადადექი". ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვიდეო ჩანაწერი აქციაზე, მოძრაობა "სირცხვილიამ" გაავრცელა.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, მოქალაქეებს მიმართა დავით არახამიამაც.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები და რეკომენდაციები შესრულდება.

დღევანდელი აქცია 20 ივნისს დაიგეგმა, მაშინ როცა ათი ათასობით ადამიანი პარლამენტთან იყო შეკრებილი.

XS
SM
MD
LG