ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თუ პუტინი დიდი ოცეულის სამიტს დაესწრება, შოლცი გადაწყვეტს დაესწროს თუ არა სამიტს თავად


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დიდი შვიდეულის სამიტზე, გერმანია, ბავარიის ალპები
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დიდი შვიდეულის სამიტზე, გერმანია, ბავარიის ალპები

დაესწრება თუ არა გერმანიის კანცლერი დიდი ოცეულის შეხვედრას იმ შემთხვევაში, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრება? შოლცი აცხადებს, რომ ამას სამიტის მოახლოებისას გადაწყვეტს. დიდი ოცეული სამიტი ინდონეზიაში, ნოემბერში გაიმართება.

მანამდე, გერმანია ბავარიის ალპებში დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. შოლცმა დიდი ოცეულის სამიტის შესახებ, გერმანულ ტელევიზიასთან სწორედ დიდი შვიდეულის სამიტიდან ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს დიდი ოცეულის სამიტის „ტორპედირება“.

დიდი შვიდეულის ლიდერებს დღეს ტელეხიდის საშუალებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვილოდომირ ზელენსკიმ მიმართა.

შვიდეული ფორმალურ შეხვედრამდე, პირისპირ შეხვედრა გამართეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა.

„როცა საქმე უკრაინის უსაფრთხოებას ეხება, გერმანია და შეერთებული შტატები ყოველთვის ერთად იმოქმედებს და ეს კიდევ ერთხელ ცხადი გავხადეთ“ - განაცხადა შოლცმა, ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

„სამიტის გზავნილი უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რომ ნატო და დიდი შვიდეული ერთიანია ისე, როგორც არასდროს, არამაედ ასევე ის, რომ მსოფლიოს დემოკრატებიები ერთად დგანან პუტინის იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ - განაცხადა შოლცმა.

დიდი შვიდეულის სამიტში ასევე მონაწილეობენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის ლიდერები.

XS
SM
MD
LG