ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა იარაღის კონტროლის კანონპროექტი მიიღო


აშშ სენატმა იარაღით ძალადობის წინააღმდეგ ორპარტიული კანონპროქტი დაამტკიცა. ერთი თვის წინ ასეთი ზომა წარმოუდგენელი იყო.

წლების განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვასა და ტარებასთან დაკავშირებით მსგავსი კანონპროექტის სენატში გატანა ვერ ხდებოდა ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წევრების წინააღმდეგობის გამო. მაგრამ ცოტა ხნის წინ ქალაქ ბუფალოში, ნიუ იორკის შტატში, და ქალაქ უვალდეში, ტეხასის შტატში, მომხდარმა მასობრივმა მკვლელობებმა ასეთი საკანონმდებლო კომპრომისის ფორმირება სენატში დემოკრატიული წევრების და 15 რესპუბლიკელის მონაწილეობით შესაძლებელი გახადა.

13-მილიარდიანი კანონპროექტი, რომელიც კანონად პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ იქცევა, გაამკაცრებს ახალგაზრდების მიერ იარაღის შესყიდვის დროს წარსულის გამოძიებასა და პრობლემურ შემთხვევებს გამოაშკარავებას, იარაღს არ გახდის ხელმისაწვდომს ოჯახური ძალადობის მონაწილე მხარეებისთვის, და სხვადასხვა შტატს საშუალებას მისცემს კანონებით გაამარტივოს სახიფათოდ მიჩნეული ადამიანების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობა.

XS
SM
MD
LG