ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ასოცირებული ტრიოდან“ - სოლომდე


თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"
თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

24 ივნისს, დღეს, როდესაც საქართველოს უნდა მოესმინა ევროკავშირის ოფიციალური პასუხი გაწევრიანების კანდიდატობის თაობაზე, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებია დაანონსებული. მოქალაქეები შეკრებას და პროდასავლური არჩევანის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კიდევ ერთხელ, დემონსტრაციული ფორმით აპირებენ.

მოძრაობა „სირცხვილია“, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მოქალაქეების შეკრების ორგანიზება ითავა, თუმცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ადამიანები თვითორგანიზებას ახდენენ და ამგვარი ფორმით ცდილობენ პროევროპული პოზიციის წარმოჩენას.

23 ივნისს, ერთი დღით ადრე ევროკავშირის დაანონსებულ ოფიციალურ განცხადებამდე, რითაც ცალსახა პასუხი იქნებოდა გაცემული ასოცირებული ტრიოს დაშლისა, თუ შენარჩუნების საკითხზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მისი დეკლარირებით, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითადაა გადაწყვეტილი. საქართველოსთან მიმართებით კი აღიარებულია ევროპული პერსპექტივის მინიჭება იმ დათქმით, რომ მას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ შეასრულებს მის მიმართ წაყენებულ პირობებს 2022 წლის ბოლომდე. შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ამავე დღეს, 23 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის თაობაზე გაცემული რეკომენდაცია მიულოცა და მას ისტორიული უწოდა. საქართველოსთან მიმართებით კი ევროპულ პერსპექტივას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ პირველადაა ეს ეტაპი მიღწეული. "ქართველმა ხალხმა ბევრი მსხვერპლი გაიღო ევროპული იდენტობის მხარდაჭერისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების პირობებში. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გამოწვევებთან გამკლავება. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. საჭიროა რეფორმების გატარება და პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"
თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცნობილია, 24 ივნისის აქცია ძალაშია. „ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ ხედვას და ნაბიჯებს, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისთვის, რომ წლის ბოლოს წინსვლა გვქონდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - ამბობს ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი.

თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"
თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

მმართველი გუნდი, ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები 22 ივნისს, პარლამენტში, პრემიერის ანგარიშის მოსმენისას, ოპოზიციას ადანაშაულებდენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებში. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. მან ქვეყნის მოღალატეები ოპოზიციის წარმომადგენლებს უწოდა. იგივეში დასდო ბრალი უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებულ დავით არახამიასაც. „ვინც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იყო ბატონი არახამია,“- ამბობდა პრემიერი. არახამია საქართველოს პრემიერს იმავე დღეს გამოეხმაურა. საპასუხო ვიდეო მიმართვაში დავით არახამიამ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, თავი არ დაუზოგავს.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:55 0:00

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საქართველო ომის არწამოწყების გამო ისჯება. „თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო?“- კითხულობდა პრემიერი პარლამენტში.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ საქართველო, ცალსახად, ყველა სფეროში არის უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. „ჩვენ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს. ესაა არა ექსპერტული გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება“,- ამბობდა ირაკლი კობახიძე, დეპუტატი მმართველი გუნდიდან. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ომის პარტია და ღალატის პარტიაა.

თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"
თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

„საქართველოში ყველა სისტემური პრობლემა არის მოგვარებული, რაც ნაცნოძრაობის მემკვიდრეობით დაგვრჩა. ოპოზიცია აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას. ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებდნენ, ქვეყნის სასარგებლოდ ერთხელ ვერ ამოგაღერღინეთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ერთი თვეა, დადიხართ ევროკავშირის დერეფნებში და კაბინეტებში და ამტკიცებთ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ორი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ერთი არ იღებს, შემდეგ აქციები იქნება, რაც უკვე დაანონსდა 20 ივნისს, აქციაზე,“- განაცხადა კობახიძემ პარლამენტში. მან არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა ქვეყნისთვის საზიანო ქმედებაში, არამედ ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევარი, როგორიც ღია საზოგადოების ფონდია. მის ერთ-ერთ თანამშრომელს, ვანო ჩხიკვაძეს "მოღალატე სერგო ორჯონიკიძე" უწოდა.

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის მკვლევარი, საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამდა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციების 12 პუნქტიანი დოკუმენტის თაობაზე. მისი აზრით, წარმოდგენილი ტექსტის შინაარსი და პათოსი აჩვენებდა ევროსრუქტურების დამოკიდებულებას საქართველოს კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, წარმოდგენილი რეკომენდაციების შემდეგ, 24 ივნისისთვის მოლოდინი კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ნაივური იყო და საქართველოს, წლის ბოლომდე,180 დღიანი სამუშაოს ეფექტიანობაზე უფრო უნდა ეფიქრა. „180 დღე,“ პირობითად, 180 გრადუსით ქვეყნის კურსის შემობრუნებისკენ უნდა იყოს მიმართული,"- ვანო ჩხიკვაძის აზრით, რადგან 2022 წლის ბოლოს, ევროკომისია კიდევ ერთხელ შეაფასებს როგორც საქრათველოს, ისე უკრაინასა და მოლდოვას.

თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"
თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

ოპოზიიცის წარმომადგენლებს პრემიერისა და მმართველი გუნდის წევრების განცხადებების შემდეგ, მოუწინათ იმის მტკიცება, რომ მოღალატეები არ არიან და პირადად და არაერთგზის, დასავლელ კოლეგებს სთხოვდნენ და მოუწოდებდნენ ევროკავშირის წევრობის თაობაზე საქართველოსთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება მიეღოთ. ამის შესახებ ისაუბრა ხატია დეკანოიძემ ნაციონალური მოძრაობიდან და სალომე სამადაშვილმა ლელოდან. ის, რომ ოპოზიის წარმომადგენლები კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამაც კი დაადასტურა.

მოძრაობა „სირცხვილიასა“ და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების იმედიანი მოლოდინი 24 ივნისამდე არსებობდა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს საქართველოსთვისაც მიენიჭებინათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა ახლა, აქციის დღეს, საქართველოს საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ასოცირებული ტრიო აღარ არსებობს და საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან „ერთ პაკეტში“ აღარ მოიაზრება.

თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"
თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

24 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაანონსებული აქცია თბილისში, პარლამენტთან ხელისუფლებისთვის წინასწარ გაწერილი „არეულობის“ გეგმაა. ირაკლი კობახიძემ 22 ივნისს განაცხადა, რომ ეს გეგმა ოპოზიციას ჩაუვარდება. სამოქალაქო აქტივისტებისთვის, ოპოზიციისთვის, მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის კი 24 ივნისის აქცია არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოხატონ დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება; ამასთან, წარმოადგინონ მომავალი სამოქმედო დღის წესრიგი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ ამ ღირებულებებისადმი ერთგულებას.

XS
SM
MD
LG