ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა


თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთმა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლურმა სანქციებმა რუსულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

გლობალური ფინანსური სისტემებისგან მოწყვეტილი კრემლის აქტივები ხელშეუხებელი გახდა. თეთრ სახლში ამბობენ, რომ რუსეთს აქვს ნავთობისა და გაზის შემოსავლები, რომლითაც მოსკოვს შეეძლო საგარეო ვალების გასტუმრება.

კრემლში ამბობენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და დასავლეთმა რუსეთი ხელოვნური დეფოლტის ვითარებაში შეიყვანა. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთმა პირობები შეასრულა, თუმცა გადახდილი თანხები „ეუროქლეარმა დაბლოკა და ეს“ მათი „ პრობლემა არ არის“.

დეფოლტამდე რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, საშეღავათო პერიოდი ამოწურვის მიუხედავათ მათ რუსეთისგან არ მიუღიათ მილიონობით დოლარი პროცენტის სახით. საუბარია 100 მილიონ დოლარზე, რომელიც რუსეთს 26 ივლისამდე უნდა გადაეხადა. თანხის ნაწილი მოსკოვს ევროში და ნაწილი დოლარში უნდა გადაეხადა.

დარღვეული პირობების გამო რუსეთის ვალდებულებები გაიზრდება და მომავალში მას სესხის ხარჯები გაეზრდება.

ბოლოს რუსეთმა დეფოლტი 1918 წელს გამოაცხადა. დასავლეთში ამბობენ, რომ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ეკონომიკის პირობებში რუსეთი დეფოლტს, რომ გამოაცხადებდა ეს მოსალოდნელი იყო.

„მარტიდან ვფიქრობდით, რომ რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებდა, აქ არ არის კითხვა რატომ, იყო ერთი კითხვა როდის? რადგან ეს გარდაუალი იყო“ - უთხრა „ქუინ ემანუელის“ ხელმძღვანელმა დენის ჰრანციკმა „როიტერს“.

რას ნიშნავს დეფოლტი?

დეფოლტი ინგლისური სიტყვაა და ის აღებული ვალის ვერ ან არ გადახდას ნიშნავს. დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, რომ როცა მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, თუმცა ის ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს.

დეფოლტის გამოცხადება შეუძლია, მოქალაქეს, კომპანიას და ქვეყანას. თუმცა ძირითადად ამ სიტყვას ქვეყნებზე გამოიყენებენ, ფიზიკური პირების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება ტერმინი „ბანკროტი“. ქვეყნები დეფოლტს ეკონომიკრი პრობლემების დროს აცხადებენ.

დეფოლტის შემთხვევაში, ქვეყნის რეიტინგი ეცემა, მისი საინვესტიციო მიმზიდველობა და კაპიტალი დიდი დარტყმის ქვეშ დგება და ინვესტიციების შედინების ნაცვლად გადინება იწყება. ქვეყანას უჭირს ახალი სესხების აღება და იზრდება უკვე არსებულ ვალებზე საპროენტო განაკვეთი.

ბოლო წლებში დეფოლტი შემდეგმა ქვეყნებმა განიცადეს: ლიბანი და არგენტინა (2020 წ.), ბარბადოსი (2018 წ.), ვენესუელა (2017 წ.) და საბერძნეთი (2015 წ.).

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG