ზალკანიანი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკანიანი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯონ სალივანს შეხვდა.

სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერის ჰედერ ნაუერტის თქმით, სალივანმა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს მისიებში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

ლიდერებმა ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგებზეც და ეკონომიკურ რეფორმებზეც ისაუბრეს.

ზალკანიანი ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით, მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება.