ევროპის თავდაცვა რუსეთის ჩართვით - მაკრონის წინადადება

საფრანგეთის პრეზიდენტმა დღეს ევროპის თავდაცვის პროექტზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონის თქმით, კონტინენტის უსაფრთხოება შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

მაკრონმა საფრანგეთის ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც ფრანგული დიპლომატიის მომავალს ეძღვნებოდა, განაცხადა, რომ ევროპა თავად უნდა აგებდეს პასუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, იძლეოდეს სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გარანტიას.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა მოიცავდეს, მათ შორის, რუსეთსაც, იმ პირობით, თუ მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებით პროგრესი ექნება.