ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უეს მიტჩელი: ადმინისტრაციის მიდგომა რუსეთისადმი სწორია


21 აგვისტოს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შესახებ მოსმენები გამართა. მოხსენებით წარსდგნენ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი და ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმის დაფინანსების საკითხებში მარშალ ბილინგსლი. მომხსენებლებმა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.

მოსმენის დროს კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ტეხასის შტატიდან სენატორმა ბობ კორკერმა განაცხადა:

“რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, ჩაერია ჩვენს არჩევნებში, დაარღვია …ხელშეკრულების ნაწილი, გამოიყენა ქიმიური იარაღი ადამიანების მოსაწამლად დიდ ბრიტანეთში. ეს დანაშაულები, ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ვფიქრობთ თუ რა მოხდება ამის შემდეგ? რას ვარაუდობს ადმინისტრაცია - რა უნდა იყოს შემდეგი? გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველაზე ცუდი რამ მაშნ მოხდება თუ სწორად არ იმოქმედებ და პრეზიდენტ პუტინს არ აუხსნი, რომ ჩვენი ერი ერთიანია ხელისუფლებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული.”

ამ განცხადების შემდეგ, სენატორმა დასვა კითხვა, თუ რას აკეთებს აშშ-ის მთავრობის აღმასრულებელი შტო სამომავლო საფრთხის დასაძლევად, რაზეც უეს მიტჩელმა ასეთი პასუხი გასცა:

“ჩვენ შევძელით ვლადიმირ პუტინის უნარის დაქვეითება აგრესიის გასაგრძელებლად, რაც რუსეთზე, ოლიგარქიულ სისტემაზე წნეხით გამოიხატება. სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოხსენების მიღმა, ჩემს გამოსვლას ვურთავ იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომელიც ჩვენმა ადმინისტრაციამ გადადგა: 217 ადამიანისა და უწყების სანქცირება, 6 დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვა და 60 ჯაშუშის გაძევება ამერიკის შეერთბული შტატებიდან. ამ ძალისხმევამ შედეგი მოიტანა. სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევით, სანქცირებული რუსული ფირმა, საშუალოდ, შემოსავალის ერთ მეოთხედს კარგავს; ამ ფირმის სრული ღირებულება განახევრებულია და ეს ფირმა კადრების ერთ მესამედს ითხოვს”, თქვა მან.

მიტჩელის თქმით, პუტინს სურს ამერიკის დაშლა და ამ მიზნის მიღწევა არა მხოლოდ არჩევნებში ჩარევით, არამედ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული პოზიციების მანიპულირებით სწადია.

უეს მიჩელს შეკითხვები სხვებთან ერთდ დემოკრატმა სენატორმა კენტუკის შტატიდან ქრის მერფიმაც დაუსვა.

“ჩემი კითხვაა, თუ რამდენად აქეზებს პრეზიდენტ ტრამპის სტალინის ეპოქის მსგავსი თავდასხმები თავისუფალ მედიაზე, ვლადიმირ პუტინის იერიშებს რუსეთის შიგნით და პერიფერიაში?”

უეს მიტჩელმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი აყალიბებს საგარეო პოლიტიკას, თავდაცვით პოლიტიკას, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას. მისი თქმით, რუსეთის სტრატეგია ერთ წინადადებაში ხასიათდება - გაგრძელდეს რუსეთისთვის საფასურის დაკისრება იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს.

მან ასევე დასძნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "ზრდის თავდაცვის დანახარჯებს, ავითარებს ბირთვულ რესურსებს და ზრდის სანქციებს რუს ინდივიდუალულ პირებსა და ბიზნესებზე. ეს ყველაფერი ჩვენ წინა ადმინისტრაციისგან განგვასხვავებს. ჩვენი მიდგომა სწორი არჩევანია”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG