ევროპის 12 ქვეყანა ისრაელს ღია წერილით მიმართავს

გერმანია და ევროპის კიდევ 11 ქვეყანა ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს დასავლეთ სანაპიროზე სპეციალური საცხვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

ბელგიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა მიმდინარე პროცესებმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ ოკუპირებული პალესტინის მიწაზე სპეციალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და ტერიტორიის განვითარების გეგმა შეიცვალოს.

ასევე ნახეთ: ამერიკის არჩევნების ფონზე ისრაელ-პალესტინელების ურთიერთობა მწვავდება 

„ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაეყრდნონ ბოლო თვეებში გადადგმულ ნაბიჯებს თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და დაძაბულობის შესამცირებლად,“- ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მიერ სპეციალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის გეგმაზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და, გასულ ოთხშაბათს მშენებლობის პროცესი განახლდა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მშენებლობის პროცესს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აკრიტიკებს.

მშენებლობაზე ტენდერი მაშინ გამოცხადდა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო, ხოლო ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპი იკავებდა.

ასევე ნახეთ: ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებების მშენებლობა შეაჩერა