ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებების მშენებლობა შეაჩერა


შეხვედრა თეთრ სახლში
შეხვედრა თეთრ სახლში

ისრაელში, ოფიციალური პირების თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებების აშენების საკითხის განხილვა გადაიდო. იერუსალიმის დაგეგმვის და განსახლების კომიტეტის წევრის ჰანა რუბინის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს თხოვნით დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნა.

აღნიშნული გეგმით, აღმოსავლეთ იერუსალიმში, რამოტსა და რამათ შლომოს უბნებში, დაახლოებით 492 ახალი სახლის აშენება იგეგმებოდა. ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წლის ომის შემდგომ დაიკავა. გადაწვეტილება, აშშ-ში სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე იქნა მიღებული.

დღეს, ჯონ კერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მისეულ ხედვას წარუდგენს საზოგადოებას. ის სავარაუდოდ ისრაელის ბრალდებას უპასუხებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარშემო, რომელიც მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს დასახლებების მშენებლობა. ოფიციალურმა ისრაელმა, ამერიკას ბრალი დასდო აღნიშნული რეზოლუციის ინიცირებასა და ფარულ მხარდაჭერაში. ისრაელი და ამერიკა ახლო მოკავშირეები არიან, ისრაელის პრემიერ მინისტრის ნეთანიაჰუს მხრიდან პრეზიდენტ ობამას კრიტიკამ ბევრი გააკვირვა.

XS
SM
MD
LG