ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ: გაეროს გადაწყვეტილება დესტრუქციულია


ბენიამინ ნეთანიაჰუ, 25 დეკემბერი, 2016
ბენიამინ ნეთანიაჰუ, 25 დეკემბერი, 2016

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას გამართულ კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა და აშშ-ის ადმინისტრაცია ათწლეულების განმავლობაში თანხმდებოდნენ", რომ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ განსაზღვრავდა ისრაელის სამოსახლოების მშენებლობის საკითხს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ასევე, აღმოსავლეთ იერუსალიმში.

გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაადგინა, რომ ისრაელის სამოსახლოების მშენებლობა ამ ტერიტორიებზე უნდა შეწყდეს, აშშ-მ პარასკევს ვეტო არ დაადო.

ებრაული დასახლებები დასავლეთ ნაპირზე
ებრაული დასახლებები დასავლეთ ნაპირზე

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის "ჩვენს მეგობრებს" ესაუბრა აშშ-ში-რესპუბლიკელი და დემოკრატი პოლიტიკოსების ჩათვლით, იმათ ვისაც "კარგად ესმით ამ რეზოლუციის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად დესტრუქციულია ის." ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გაეროს რეზოლუციის გამოქვეყნებისთანავე, გაეროს ხუთი ინსტიტუტის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოსცა.

შაბათს კი ტელევიზიით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის მხარდაჭერისგან უკანდახევა დააბრალა.

ყოფილმა პალესტინელმა მომლაპარაკებელმა საებ ერეკატმა გაეროს რეზოლუციას ნეთანიაჰუსადმი გაგზავნილი "მკაფიო და ერთსულოვანი გზავნილი" უწოდა. ერეკატის თქმით, ნეთანიაჰუს პოლიტიკა რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას არ მოიტანს.

XS
SM
MD
LG