20-წამიანი კოვიდ-19-ის ტესტი

ბრიტანეთში 2010 წელს დაფუძნებული სტარტაფი "აიაბრა" აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისთვის 20-წამიანი ტესტი შექმნა. ახალ კორონავირუსზე ანალიზი ნერწყვით კეთდება და კომპანიის თქმით, მისი მგრძნობელობა 99.8%-ს შეადგენს, სპეციფიკურობა კი 96.7%-ს.

ასევე ნახეთ: კოვიდ19-ის ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინის გამოცდა შეჩერდა

კომპანია "აიაბრა" აცხადებს, რომ ტესტის გამოცდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მიმდინარეობდა. ტესტერის სახელია "ვიროლენსი". კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი გრეგ კომპტონი ამბობს, რომ მათი "სისტემა დინამიურ გარემოში [კოვიდ-19-ის] დიაგნოზის დასმის მარტივი, ძალიან სწრაფი, სანდო და იაფი საშუალებაა".

ასევე ნახეთ: მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება