ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში 1 ნოემბერს ელოდებიან


ოთხშაბათს, ამერიკულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ "სი-დი-სი" ვაქცინების დისტრიბუციისთვის ემზადება. როგორც ირკვევა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 50 შტატის გუბერნატორებს, ამერიკის ტერიტორიების მმართველებს და დიდი ქალაქების მერებს, 27 აგვისტოს აცნობა, რომ ვაქცინების დისტრიბუციის დაწყება 1 ნოემბრისთვის იგეგმება.

ოთხგვერდიანი დოკუმენტი ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემებს ავალდებულებს, ვაქცინაციის გეგმა 1 ოქტომბრამდე ჰქონდეთ მზად, რათა "ეს დაემთხვეს კოვიდ-19-ის ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფ დაგზავნას". ვაქცინებს პირველ რიგში მიიღებენ ჯანდაცვის პროფესიონალები, მოხუცებულთა სახლებში მომუშავე ადამიანები და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დაწესებულებების პერსონალი, ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სი-დი-სის" დირექტორმა რობერტ რედფილდმა ამ ფაქტის შესახებ აცნობა კორპორაცია "მაკკესონს", რომელიც ვაქცინის შტატებისთვის მიწოდებაზე იღებს პასუხისმგებლობას. "დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი სასწრაფოდ ითხოვს თქვენს დახმარებას სადისტრიბუციო საწყობების მომზადების დაჩქარებაზე. და თუ საჭირო გახდა, ითხოვს გააუქმოთ მოთხოვნები, რომლებიც 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის, საწყობების სრულ ოპერირებას შეუშლის ხელს" - ნათქვამია რედფილდის წერილში. "სი-დი-სი" ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ სათანადო პირობები იმისთვის, რომ ადამიანები ჯერ გაანათლონ აცრის აუცილებლობაზე და შემდეგ მოხდეს დისტრიბუცია. განათლება და კომუნიკაცია კი აშკარად საჭიროა. გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამერიკელთა მხოლოდ ნახევარი ენდობა დაჩქარებული წესით წარმოებულ ვაქცინებს და აპირებს, რომ აიცრას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG