ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"იუნისეფი" უპრეცედენტო რაოდენობის ვაქცინების წარმოებას ელოდება


გაეროს ბავშთა ფონდი აცხადებს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 28 მწარმოებლის მიერ, 10 ქვეყანაში წარმოებულ ვაქცინათა რაოდენობა უპრეცედენტო იქნება.

„დადგინდა, რომ მწარმოებები მზად არიან, მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში, ვაქცინათა უპრეცედენტო რაოდენობა აწარმოოონ“ - აცხადებს ფონდი. თუმცა, ამასთან ერთად, მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ პროგნოზების გამართლებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, რამდენად წარმატებული იქნება კლინიკური კვლევები; წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებები და ა.შ.

ამ პროცესში, „იუნისეფის“, კოვიდ-19-ის ვაქციბნების განაწილების გეგმის ნაწილია, რომელსაც “კოვაქსი“. პროექტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ხორციელდა და ვაქცინის სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შესყიდვას ითვალისწინებს. „კოვაქსს“ უკვე შეუერთდა 76 ქვეყანა.

პანდემიის დასრულებისთვის, მნიშვნელოვან ფაქტორად, სწორედ უსფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების არსებობა მიიჩნევა. ვაქცინების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი, გაეროს ბავშვთა ფონდი იქნება. ფონდში აცხადებენ, რომ რუტინული ვაქცინაციისთვის, ყოველწლიურად 2 მილიარდ ვაქცინას ყიდულობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG