ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

81 მილიონი ახალგარზდა უმუშევარია


81 მილიონი ახალგარზდა უმუშევარია
81 მილიონი ახალგარზდა უმუშევარია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, მსოლფიოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით ახლახანს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ცნოლბილი გახდა რომ მსოფლიოში 15 დან 24 წლამდე 81 მილიონი ახალგარზდა უმუშევარია.

მერი შეფერი უმუშევარია. ის სამსახურის ძიებაშია, ისევე როგორც 81 მილიონი ახალგაზრდა ადამიანი მსოფლიოს გარშემო.

“ ვეძებდი სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ელექტრონული საშუალებითაც. უამრავი ვებ გვერდია, რომლის გამოყენებასაც ვვარაუდობდი, ვერც ერთი ვერ მეხმარება.”

ეკონომიკური დაღმასვლა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს შეეხო, აცხადებს ელენა გასტალდო, გაეროს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

“დღეს უფროსებთან შედარებით ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების 3 ჯერ მეტი რაოდენობაა უმუშევარი.”

განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში, 6-დან მხოლოდ ერთი ახაალგაზრდაა დასაქმებული. მაგრამ როგორც გაეროს ახლანდელმა მოხსენებამ ცხადყო, ეს გლობალური პრობლემაა და ყველა ტიპის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ახალგაზრდებს, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ყველაზე რთული მდგომარეობა აქვთ.

ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი დაიან სინგერმანი ამბობს, რომ ამის ახსნა მარტივია.

“ახლო აღმოსავლეთში ახალგაზრდა მოსახლეობაა და შესაბამისად 15 დან 24 წმალდე ყველაზე მეტი მოქალაქე ყავთ.”

ეგვიპტეში, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მრავარიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა. მთავრობა კოლეჯის ყველა კურსდამთავრებულს საგარანტიო სამსახურს აძლევდა, მაგრამ ახლა აღარ. ამიტომ ბევრი ახალგაზრდა კერძო სტრუქტურებში სამუშაოდ საკმარისად კვალიფიცირებულები არ არიან.

ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს სქესიც თამაშობს. ქალები ზოგადად კაცებზე განათლებულები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა 3 დან ერთი უმუშევარია.

“ჩანაფიქრი ის არის, რომ ქალი განათლებული უნდა იყოს, მაგრამ იმიტომ რომ შვილების აღზრდა შეძლოს.”

გალსტადოს თქმით, ახალგაზრდების მდგომარეობა მსოფლიოს გარშემო არასახარბიელოა.

“კრიზისის პირობებში, ახალგაზრდებს სამსახურში ყველაზე ნაკლებად იღებენ.” მისი თქმით, ახალგაზრდებს ორი პრობლემა აქვთ, მუშაობის გამოცდილების არ ქონა და კონტაქტების ნაკლებობა.

მერი შეფერი ამბობს, რომ ახალგაზრდებს შანსი უნდა მიეცეთ რომ მუშობის დაიწყებამდე გამოცდილება შეიძინონ.

“ძალიან საწყენი და იმდგამაცრუებელია. ცუდია რომ ვიცით, რომ გასაუბრებაზე გასვლისას ან მოტივაციის წერილის წარდგენისას, გამოცდილების არ ქონა, შესაძლოა ყოველთვის ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდეს.”

მაგრამ ის დანებებას არ აპირებს.

“ მამაჩენი მიმეორებს რომ სამსახური უდნა ვიპოვო, ასე რომ მეც ვეძებ, იმედია გამომივა.”

შაფერის მსგავსი ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ სამუშაო ბაზრის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მათი დრო და ნიჭი უკვალოდ არ დაიკარგება.

XS
SM
MD
LG