საუდის არაბეთის მხარდაჭერილმა კოალიციამ, რომელიც იემენის მთავრობას ემხრობა, საარტილერიო დარტყმების სერია განახორციელა. შედეგად, ქალაქ სანააში, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.
ავიეიერიშების შედეგად, ქალაქში შენობებიც განადგურდა.
დედაქალაქი სანაა 2014 წლიდან ირანის მხარდაჭერილი ჰუთის მეამბოხეების კონტროლქვეშაა. აღსანიშნავია, რომ ავიაიერიშებს ადგილი აქვს მას შემდეგ, რაც ჰუთმა მეამბოხეებმა, საუდის არაბეთში, ნავთობსადენზე დრონით განხორციელებულ თავდასხმებზე აიღეს პასუხისმგებლობა.
საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხალიდ ბინ სალმანმა ირანს ამ თავდასხმების შეკვეთაში დასდო ბრალი და მათ "ტერაქტები" უწოდა.
იემენში მიმდინარე ომმა ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყანა კი შიმშილის ზღვარამდე მიიყვანა.
გაეროს განცხადებით, იემენში მცხოვრები 24 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
Facebook Forum