ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში თავდასხმა მოხდა


ინციდენტს 14 იემენელი ჯარისკაცი და უსაფრთხოების თანამშრომელი ემსხვერპლა

იემენის მთავრობის განცხადებით, ალ ყაიდას დაჯგუფების წევრები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ადენში, თავს დაესხნენ დაზვერვის სამსახურის სათავო ოფისს. შეტაკებისას 14 იემენელი ჯარისკაცი და უსაფრთოხების თანამშრომელი დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელებმა დაზვერვის შენობას ორი მხრიდან შეუტიეს. ისინი ავტომატური იარაღითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით იყვნენ აღჭურვილი.

თავდასხმისას შვიდი ადამიანი დაიჭრა. შეტევის შემდეგ ალ ყაიდას წევრები მიიმალნენ.
XS
SM
MD
LG