ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინის იახტა ინტერნეტ შარჟების მიზეზი გახდა


რუსულ საზოგადოებას სჩვევია ყურადღების მიღმა დატოვოს თემები, როლებსაც ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ლიდერებთან, ან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელმძღვანბელებთან განიხილავს. მაგრამ როგორც წესი, პუტინისა და მისი სტუმრების ოფიციალური ფოტოები, ინტერნეტ შარჟების უშრეტ წყაროდ იქცევა ხოლმე.

ამ მხრივი, გამონაკლისი არ ყოფილა, ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდერ ლუკაშენკოს - გასული აგვისტოს შემდეგ რიგით მეოთხე - შეხვედრა. ოფიციალური პირისპირ შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ საჯაროდ გავრცელებული ოფიციალური ვიდეოს ქრონომეტრაში მხოლოდ შვიდი წუთია. ვიდეოში, ვლადიმირ პუტინი კომენტარს ამინდზე აკეთებს. ლუკაშენკო კი პორტფელს იღებს, რომელში მოთავსებული დოკუმენტები, მისი მტკიცებით, დასავლეთის დაზუსტებულ მაქინაციებს ამჟღავნებს.

მაგრამ, დამკვირვებელთა უმეტესობის ყურადღება, შეხვედროის არაუფიციალურმა ნაწილმა მიიქცია. ლუკაშენკოს ვიზიტის მეორე დღეს, პრეზიდენტებმა არაფორმალური შეხვედრა 54 მეტრიან ძვირადღირებულ იახტაზე გამართეს, რომლის მდიდრული სასადილო ოთახი ღვის პანორამული ხედებით გამოირჩევა.

„რუსები, რომლებიც თვეში 10 000-დან 40 000 რუბლამდე გამოიმუშავებენ ($135-$545), ძალიან ამაყობენ იმით, რომ პუტინს 30 000 000 ევროს ღირებულების იახტა აქვს“ - სარკასტულად წერს „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებელი იახტის სავარაუდო ფასის მითითებით.

დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით იახტა, რომელსაც სახელად „ჩაიკა“ (თოლია) უწოდეს, თურქული წარმოებისაა და რუსეთის მთავრობამ 2011 წელს, ვლადიმირ პუტინის პრემიერ-მინისტრობის დროს შეიძინა.

„დოჟდი“ ასევე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ლუკაშენკომდე იმავე იახტაზე ოფიციალური შეხვედრა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან გამართა.

რაც შეეხება სოჭში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ცნობებს - გაირკვა, რომ მოსკოვი მინსკს 500 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს, ამასთან მხარდაჭერის ნიშნად, გაიზრდება რუსეთსა და ბელარუსს შორის საჰაერო მიმოსვლა.

ლუკაშენკოს რეჟიმმა 23 მაისს ავიახაზ "რაინეარის" თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა და ბელარუსის ცაზე ქვეყნის ფარგლების დატოვებამდე რამდენიმე წუთიღა ჰქონდა დარჩენილი, მინსკში დაშვება აიძულა. სამართალდამცავებმა ბორტზე მყოფი ბლოგერი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

პრატასევიჩს ბრალი აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ედება, რაც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დააკავეს მისი თანმხლები, 23 წლის რუსი სტუდენტიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, ზღვის ფონზე ვლადიმირ პუტინისა და ლუკაშენკოს იახტაზე პოზირებამ, ინტერნეტის მომხარებლებში იუმორი წინა პლანზე წამოწია. ერთ-ერთ მათგანს, ორი პრეზიდენტის ფოტომ, როგორც ჩანს ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეით უინსლეტის მიერ, „ტიტანიკში“ შესრულებული როლები გაახსენა.

ამ გამოხმაურებებში მთავარი მაინც ის არის, რომ კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება ვლადიმირ პუტინის სიმდიდრისადმი ლტოლვამ.

ოფიციალურად, 2020 წელს ვლადიმირ პუტინმა ხელფასის სახით $136 000 გამოიმუშავა. მის დეკლარაციაში ასევე ჩაწერილია მოკრძალებული ბინა, სამი საბჭოური მანქანა და კემპინგისთვის განკუთვნილი სატვირთო, რომელიც მამისგან გადაეცა.

პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე, 22 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მას ხშირად სდებენ ბრალს უზარმაზარი პირადი ქონების მოხვეჭაში. 2012 წელს, კრემლის მახლობლად მოკლული ბორის ნემცოვის თანაავტორობით შექმნილი ანგარიშში, აღწერილი იყო პუტინის მდიდრული ქონება - ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გასაოცარი პარკი, სახლები, ძვირადღირებული საათები და ოთხი იახტა. ანგარიშის მიხედვით, ეს ქონება პუტინს პირრადად ეკუთვნოდა, ან მისი გამოყენება შეეძლო.

მოხსენებაში ასევე საუბარი იყო 54 მეტრის სიგრძის იახტაზე, რომელიც აღწეილობით „ჩაიკას“ ჰგავს, მაგრამ დოკუმენტი ამბობდა, რომ „კრემლის ფლოტის მთავარი ბრილიანტი“ ხუთსართულიანი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია ჯაკუზით, ბარბიქიუთი, ნეკერჩხლის ხის კოლონადებითა და მარმარილოში გამოყვანილი უდიდესი აბაზანით.

ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად, მდიდრულ იახტაზე გამოჩენას წინ უძღვის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაკავება. ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი პურტინი შავი ზღვის სანაპიროზე $1,36 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპლექსს იშენებს - ჩილიმ ბარით, ვენახითა და ჰოკეის არენით.

კრემლი აცხადებს, რომ ნავალნის მიერ, „პუტინის სასახლედ“ დასახელებული შენობა პუტინს არ ეკუთვნის. მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარმა ბიზნესმენმა, არკადი როტენბერგმა განაცხადა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული რეზიდენცია თავად ეკუთვნის.

Radio Free Europe/Radio Liberty

Facebook Forum

XS
SM
MD
LG