ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკიპედია“ 24 საათით გამოირთო


„ვიკიპედია“ 24 საათით გამოირთო
„ვიკიპედია“ 24 საათით გამოირთო

ვირტუალური ენციკლოპედია „ვიკიპედია“ ვებ-გვერდი დღეს დილიდან 24 საათით გამოირთო. ის ინტერნეტ მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონმდებლობას აპროტესტებს, რომელსაც ამჟამად შეერთებული შტატების კონგრესი განიხილავს.

აღნიშნული კანონი, რომელზეც წარმომადგენელთა პალატაში მსჯელობენ და შემდეგ სენატშიც უნდა დამტკიცდეს, ამერიკული პროდუქციის პირატული გაყიდვების ხელის შესაშლელადაა შექმნილი. მისი მომხრეები მუსიკის და კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ინტელექტუალური კერძო საკუთრების დაცვის მოთხოვნით გამოდიან.

ინტერნეტ-კომპანიები, როგორიცაა „გუგლი“, „იაჰუ“, „თვითერი“ და მრავალი სხვა, კანონის არსებული ფორმით მიღების წინააღმდეგნი არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ის არამარტო ტექნოლოგიურ ინდუსტრიებს დააზარალებს, არამედ სიტყვის თავისუფლების ძირეულ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG