ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუბერკულოზის ახალი ტესტის შემუშავება დასრულდა


ტუბერკულოზის ახალი ტესტის შემუშავება დასრულდა
ტუბერკულოზის ახალი ტესტის შემუშავება დასრულდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტუბერკულოზის ახალი ტესტის შემუშავება დაასრულა, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით დაავადების კონტროლის ახალ მექანიზმებს დასახავს.

შემუშავებული ტესტი ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმის საშუალებას 100 წუთში იძლევა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ტუბერკულოზის დეპარტამენტის დირექტორი მარიო რავილიონი აცხადებს, რომ ახალი ტესტი მილიონობით ადამიანის სწრაფ დიაგნოზირებას შეუწყობს ხელს, რომლებიც ტუბერკულოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ახალი ტესტი მთლიანად ავტომატიზირებულია და დიაგნოზის დასმას უსწრაფესი მეთოდით ახერხებს. მის ჩასატარებლად სლეციალურად ტუბერკულოზის დასადგენად გაწვრთნილი ტექნიკოსები საჭირო არ არის.

ტესტირების მექანიზმი დაახლოებით 17 ათასი დოლარი ღირს და ტესტის ჩატარების საფასური კი 17 დოლარი იქნება, რაც აქამდე არსებული ტარიფების მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენს.

XS
SM
MD
LG