ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაზე პატრიოტული საქციელი კორონავირუსის აცრის გაკეთებაა - ბაიდენი


ინაუგურაციის დღის შემდეგ, 4 ივლისის საზეიმო ღონისძიება თეთრ სახლში, ყველაზე მასშტაბური იყო, რომელსაც ჯო ბაიდენმა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე უმასპინძლა. "ამერიკა კვლავ ერთიანდება",- თქვა მან თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, ახლოს ვართ მომაკვიდენებელი ვირუსისგან დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად",- ასე მიმართა პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეკრებილ სტუმრებსა და ზოგადად, ამერიკის მოსახლეობას.

თეთრი სახლი კვირას, ასობით მიწვეული სტუმრისთვის იყო ღია. სტუმრებს ჰამბურგერითა და სხვადასხვა ტრადიციული საკვებით გაუმასპინძლდნენ. მიპატიჟებულ სტუმრებს შორის იმ პროფესიის წარმომადგენლებიც იყვნენ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის დროს პირველ ხაზზე არიან.

სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა, განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და თქვა, რომ ახლა ყველაზე პატრიოტული საქციელი კორონავირუსის აცრის გაკეთებაა.

ბაიდენისთვის 4 ივლისის დღესასწაული კარგი შანსი იყო იმის ხაზგასასმელად, რამდენად დიდი შრომა გასწია მისმა ადმინისტრაციამ პანდემიასთან ბრძოლაში.

ამერიკამ დიდი გზა განვლო ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, როდესაც კრიზისი ლოკალურ დონემდეა დაყვანილი და ინდივიდების პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება. ამერიკამ, ასევე, საკუთარი მოქალაქეების ვაქცინაციის ფაზის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა დაიწყო და სხვადასხვა ქვეყნებს ეხმარება ვაქცინებით.

"წელს, 4 ივლისი განსკუთრებული ზეიმის დღეა, ჩვენ პანდემიისა და იზოლაციის ერთწლიანი სიბნელიდან გამოვდივართ, ტკივილის, შიშისა და გულისტივილის ერთი წლიდან",- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე, ტრადიციული ფოიერვერკების გაშვებამდე.

ამერიკამ წელს, 245-ე დაბადების დღე იზეიმა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც კორონავირუსის გამო, შეზღდუვები იყო დაწესებული, წლევანდელი ღონისძიება, კვლავ ტრადიციულად ჩატარდა.

დამოუკიდებლობის დღე ფოტოებში:

Facebook Forum

XS
SM
MD
LG