ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვას შეერთებული შტატები მხარს უჭერს. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა კი ამერიკისთვის საამაყოა.

მიტჩელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავლის გადაწყვეტის უფლება, საქართველოს გარდა არავის აქვს და არავის შეუძლია ნატოში საქართველოს წევრობას ვეტო დაადოს.

მან თქვა, რომ საქართველო ინსტიტუციურ რეფორმებს ახორციელებს და რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის პოზიცია აქვს. მან თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები აღნიშნა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა განვითარდეს, თუმცა აგრესიას და სამხედრო მოქმედებას სწორი შეფასება მიეცემა.

თბილისის ფორუმზე განიხილავენ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი არსებულ გამოწვევებს და პროპაგანდის და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე სახალხო დიპლომატიაში ტრადიციული და სოციალური მედიის როლზეც ისაუბრებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG