ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა


პარასკევს იწურება ვადა, როდესაც კონგრესმა აშშ-ს ბიუჯეტის დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყვიტოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას სამოქალაქო პანაშვიდზე დასასწრებად გაემგზავრა. კონგრესი კი წლის ბოლო სამუშაო თვისთვის ემზადება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ ვიდრე ობამა ქვეყნის გარეთ იმყოფება რა მდგომარეობაა კონგრესში ბიუჯეტის დამტკიცების საბოლოო ვადასთან დაკავშირებით. ასევე რა შეხედულებები არსებობს ირანის ეკონომიკური სანქციების შესაძლო გამკაცრების თაობაზე.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა იოჰანესბურგში სპეციალურ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება, რომლის შემადგენლობაში შესაძლოა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსიც იყოს.

ბარაკ ობამა: მე იმ ურიცხვ, მილიონობით ადამიანს შორის ვარ, რომელთათვის ნელსონ მანდელას ცხოვრება ენით აუწერელი შთაგონების წყარო იყო. ჩემი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი, პირველი საკითხი რომელშიც ჩავერთე აპარტეიდის რეჟიმთან პროტესტი იყო.

თეთრი სახლი გულმოდგინედ ცდილობდა პრეზიდენტის გამგზავრების გრაფიკი შეეცვალა, ვინაიდან მთელი კვირის მანძილზე სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც წლის ბოლო სასესიო მუშაობა მიმდინარეობს. პარასკევს, ბოლო ვადაა, როდესაც კანონმდებლებმა მთავრობის დაფინასების საკითხი უნდა გადაწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი წლის დასაწყისში მთავრობას ხელმეორედ დათხოვნის საშიშროება ემუქრება.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას სურს, რომ პარტიებმა ერთპარტიულ შეთანხმებას მიაღწიონ, რაც უმუშევართა კატეგორიის დახმარების გაზრდასაც ითვალისწინებს.

ბარაკ ობამა: თუკი კონგრესი გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, ეს არა მხოლოდ იმ ოჯახებისთვის იქნება მძიმე ვინც უკვე იტანჯება, არამედ ამერიკის ეკონომიკასაც დააზარალებს. უმუშევრობის დაზღვევა ამერიკის ეკონომიკის გაზრდის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

პრეზიდენტი უფრო ნაკლებ ყურადღებას უფრო სამთავრობო ხარჯებს უნდა უთმობდეს, ვიდრე კერძო სექტორის ოპტიმიზაციას. ამის შესახებ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი საუბრობს.

ჯონ ბეინერი: უდავოა რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოღვაწეობის დროს, ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდა. შენელდა ეკონომიკური განვითარების პროცესი, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, გვიანდება ხელფასების გაცემა. ამის მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტი უფრო კონცენტრირებულია სამთავრობო პროგრამების დაფინანსებაზე, უფრო ხელისუფლების პოლიტიკის გატარებაზე, ვიდრე სამუშაო ადგილების შექმნაზე და ამერიკელებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე.

მომავალ კვირას ასევე გაირკვევა კანონმდებლების საბოლოო პოზიცია ირანის მიმართ ეკონიმიკური სანქციების გამკაცრებასთან მიმართებაში. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების პირობებში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩაშლის საშიშროებაზე თეთრი სახლის მხრიდან უკვე არაერთი განცხადება გაკეთდა.
XS
SM
MD
LG