ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა 2014 წლის აპრილში აზიას ეწვევა


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2014 წლის აპრილში აზიას ეწვევა. ეს ვიზიტი მოემსახურება ამერიკის ყურადღების კიდევ ერთხელ მიმართვას ამ უზარმაზარი რეგიონის მისამართით და პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.

მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სიუზან რაისმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, აზია-წყნარი ოკეანის პოლიტიკისადმი მიძღვნილ მოხსენებაში აუდიტორიას უთხრა, რომ აზიის მიმართულებით „ბალანსის ხელახლა გადატანა“ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.

ქალბატონმა რაისმა აღიარა იმედგაცრუების არსებობა ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც, როცა გასულ თვეში, მთავრობის ნაწილობრივი დახურვის საკითხის მოგვარების აუცილებლობის გამო, პრეზიდენტმა ობამამ გააუქმა აზიის ტურნე. მან თქვა: „ჩვენი მეგობრები აზიაში იმსახურებენ და კვლავაც ისარგებლებენ ჩვენი ყურადღების უმაღლესი დონით.“

ტაიფუნით დაზარალებულ ფილიპინებში შეერთებული შტატების მიერ ამჟამად წარმოებული ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელშიც ჩართულია ათასზე მეტი საზღვაო ქვეითი და მეშვიდე ფლოტის საკვანძო ელემენტები, ამერიკის წარმომადგენელმა ამ დაპირების თვალსაჩინო ნიმუშად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG