ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ნეთანიაჰუს შეხვდა


ამერიკელი და ისრაელელი ლიდერების შეხვედრისას განხილვის ერთერთი მთავარი თემა ირანია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00
ბმული

ორშაბათს, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბარაკ ობამას თეთრ სახლში შეხვდა. ხვალ მას გაეროს გენერალურ ასამბლეაში მოხსენება დაგეგმილი აქვს. ნეთანიაჰუს ვიზიტი ირანის პრეზიდენტის შედარებით წარმატებულ და მომხიბვლელ პრეზენტაციებს მოსდევს, რომელთა წყალობით მან ამერიკის ოფიციალური პირები, მედია და საზოგადოება გასულ კვირას მოხიბლა. ჰასან როჰანის დასავლეთი უკვე ზომიერი გეზის მიმდევარ პრეზიდენტად იცნობს.

ამ ფონზე, ისრაელის ლიდერი ორმხრივი, ამერიკა-ირანს შორის დამთბარი ურთიერთობების გამო უფრო მეტად არის შეშფოთებული, აცხადებს რა, რომ თეირანი მოლაპარაკებებს მძიმე სანქციების შესუსტების მიზნით იყენებს და ამით, დროსაც იგებს ბირთვული ბომბის შესაქმნელად.

„მე სიმართლეს გეტყვით,“-განაცხადა ამერიკაში გამომგზავრებამდე ნეთანიაჰუმ თელავივის აეროპორტში და დასძინა, რომ ამერიკელებს ფაქტებს წარუდგენს ირანელი ლიდერის ღიმილიანი განცხადებებისა და ტკბილი საუბრის ფონზე.

როჰანიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა და რომ ატომური იარაღის ქონა ირანის რელიგიურ და ეთიკურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
თუმცა თელ-ავივი ირანის ბირთვულ ამბიციებში კვლავს საკუთარი უსაფრთხოებისა და არსებობის საფრთხედ ხედავს და შიშობს, რომ მსოფლიო თეირანის ჭეშმარიტ მოსაზრებებს ვერ ხვდება. დენი აიალონი ნეთანიოაჰუს კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მისი თქმით:

„ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ირანელთა ხაფანგში.“

მისივე თქმით, ამ დროს ირანის წინააღმდეგ სანქციების განტკიცება ძალიან მნიშვენლოვანია და რომ ირანელთა სიტყვებზე მეტად, მას საქმეებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

„რამდენად არის თეირანი მზად შეაჩეროს ცენტრიფუგების საქმიანობა და ურანის გამდიდრება, ან დაუშვას ინსპექტორები,- ჯერ კიდევ სანახავია. სამხილი მხოლოდ ამ ვალდებულებების განხორციელებაშია და არა ლაპარაკში.“

ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას კიდევ ის ფაქტი ზრდის, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელმა გამოაცხადა, რომ ირანელი ჯაშუში დააკავა.

შინ ბეთის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ ეს ადამიანი ირანის რევოლუციურ გუშაგთა გვარდიამ შეაგზავნა ისრაელში და ჯაშუშობის მიზნით ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ვითომდა ფირმის შექმნა თხოვა.
ეჭვმიტანილი ჯაშუში წარმოშობით ირანელი, ბელგიის მოქალაქეა, რომელიც თელ-ავივში ამერიკის საელჩოსა და ისრაელის სხვადასხვა ობიექტის ფოტო-კადრების აღბეჭდვისას დააკავეს. შინ ბეთის ინფორმაციით, მან მომხდარი აღიარა, და თქვა, რომ ირანელი აგენტები მას მილიონი დოლარის გადახდას დაპირდნენ.
XS
SM
MD
LG