ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ირანთან შეთანხმების რეალიზაციის სჯერა


.
.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე დროებით შეთანხმებას კვლავ სკეპტიკურად აფასებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მას სჯერა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე მიღწეული შეთანხმების საბოლოო წარმატებული მოგვარების შანსები 50/50-ზეა. თუმცა ის სიტუაციის გართულებასაც არ გამორიცხავს.

ამ პროგნოზის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შაბათს, ირანის ბირთვული პროგრამის თემაზე საუბრისას, საკითხის მოგვარების დიპლომატიური მეთოდების აუცილებლობაზე ისევ აკეთებდა განცხადებას. ამ შეთანხმებამ თეირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შემდგომი განვითარება უნდა შეაჩეროს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა შაბათს, ვაშინგტონში, ფორუმზე გამოსვლის დროს, შეეცადა კრიტიკოსების ეჭვები გაექარწყლებინა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ირანთან მიღწეული ბოლო შეთანხმება მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.
ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსები უფრო მაღალია, ვიდრე ამ საკითხის გადაწყვეტის თაობაზე არსებული სხვა მოსაზრებების და მეთოდების გამოყენების პერსპექტივა.

ამავე ფორუმზე, სადაც ახლო აღმოსავლეთის საკითხის პოლიტიკური მოგვარების თემა განიხილებოდა, შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციას ემხრობა. მისი თქმით, დიპლომატია საუკეთესო საშუალებაა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა წარმატებულად მოგვარდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც ბირთვულ შეთანხმებას „ საუკუნის შეცდომა“ უწოდა, კვირას ფორუმზე გამოსვლის დროს, ეს შეფასება კიდევ ერთხელ გაიმეორა.
XS
SM
MD
LG