ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილებაა


შეერთებული შტატების საბიუჯეტო კრიზისმა რესპუბლიკელების იმიჯი სერიოზულად დააზიანა

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, რესპუბლიკელების იმიჯი შეერთებული შტატების დროებითმა სამთავრობო კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა. კონსერვატორული ჩაის სმის მოძრაობა კონგრესში მთავრობის დახურვის მომხრე იყო იმ იმედით იყო, რომ ობამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამა შეჩერებულიყო. ამერიკის ხმის კორესპოდენტნი ჯიმ მელონი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა სახის განხეთქილება არსებობს რესპუბლიკურ პარტიაში და ეს ფაქტორი რამდენად შეუშლის ხელს დემოკრატებთან საბიუჯეტო კომპრომისზე წასვლას.

„მშვიდობიანი დაბრუნება“

ასე მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 16-დღიანი იძულებითი შვებულების შემდეგ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებულ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს ვაშინგტონში.

კონსერვატულად განწყობილი რესპუბლიკური პარტიის სენატორი ტეხასიდან ტედ კრუზი ობამას საყოველთაო დაზღვევის პროექტის შეჩერების მიზნით მთავრობის მუშაობის შეჩერების მომხრეთა რიგებში იყო.

კრუზს თბილი მიიღება მოუწყეს ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გამართული სოციალ-კონსერვატორების შეკრებაზე.

ტედ კრუზი: წარმომადგენელთა პალატამ ძველებურად უნდა გააგრძელოს მუშაობა და მყარი პოზიციები უნდა შეინარჩუნოს.

კრუზს მრავალი კონსერვატული შეჯიბრის გავლა მოუწევს, თუკი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გადაწყვეტს. იგივე შეეხება კენტუკის შტატის სენატორს, რონ პოლს, რომელიც ამ ჯგუფიდან მანამდე უკვე წარსდგა.

რონ პოლი: პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობა მოსთხოვეთ, სიცოცხლის უფლების დაცვა და ქრისტიანობის დაცვით ომს აღუდექით წინ. მადლობა თქვენ, დაგლოცოთ უფალმა.

ორივემ, რონ პოლმაც და ტედ კრუზმაც კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირეს იმ შეთანხმებას, რომლის ჩავარდნამ 16-დღიანი სამთავრობო კრიზისი გამოიწვია.

თუმცა ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ვინ ვებერი აცხადებს, რომ პარტიამ მთავრობის დახურვის გამო სერიოზულად იზარალა.

ვინ ვებერი: ბრენდმა სერიოზული ზიანი მიიღო. როგორც ჩანს ამ ზარალის ანაზღაურება მანამდე არ მოხდება, ვიდრე არ გამოიკვეთება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც არსებული სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა ექნება.

რესპუბლიკელების ძირითადი ნაწილი, აგრესიული კონსერვატული ტაქტიკისგან დაღლილი ჩანს. კენტუკის წარმომადგენელი ჰეროლდ როჯერსი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ჰეროლდ როჯერსი: დრო მოვიდა რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. ამისათვის ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკელებს უფრო მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ბარაკ ობამა: თქვენ არ მოგწონთ კონკრეტული პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა საკუთარი პოზიციის გატანის მიზნით. გაანებეთ ამ რიტორიკას თავი და თქვენი არჩევნები მოიგეთ. იბრძოლეთ მისი შეცვლისთვის, მაგრამ არ დაანგრიოთ ის რაც არის.

რესპუბლიკელების ანალიტიკოსი სკოტ ფოლკნერი ამბობს, რომ პარტიაში უთანხმოება ამჟამად ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი.

სკოტ ფოლკნერი: ეს ცხადია და ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა მხარე თავის პოზიციაში კატეგორიულია. და რაც ყველაზე მთავარია, ორივე მხარე ცდილობს თავისი ინტერპრეტაცია მოუძებნოს უთანხმოების მოტივებს თავად შიგნით პარტიაში.

ყოფილი კანონმდებელი ვებერი ამბობს, რომ მომავალ თვეებში უფრო მეტი დაპირისპირება არის მოსალოდნელი რესპუბლიკელების წამყვან ნაწილს და ჩაის სმის კონსერვატიულ ფრთას შორის.

ვინ ვებერი: ამან შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ისინი განაწყენებული დატოვოს, რაც არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს. თუმცა ეს გარდაუვალობა შეიძლება კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მიზეზიც გახდეს.

ანალიტიკოსი ფოლკნერი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს ამომრჩეველთა ნდობის მოპოვებისთვის საკუთარ იმიჯზე მუშაობაც მოუწევთ.

სკოტ ფოლკნერი: რესპუბლიკელებმა გამოსავალი უნდა მოძებნონ. ისინი გამოიყურებიან როგორც შეშლილები. მათ განიხილავენ, როგორც ადამიანებს, რომელთაც არსებულ სისტემაში მუშაობა აღარ სურთ და პირდაპირი მნიშვნელობით ამ სისტემის დანგრევა უნდათ.

მორიგი პოლიტიკური ტესტი კონგრესის შუალედური არჩევნებია, რომელიც ერთი წლის ვადაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG