ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხრეთში, ნიღბების ტარებასთან დაკავშირებული კონფლიქტი ღრმავდება


ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამშაბათს, 1,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ ვირუსისგან, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ვირუსის სწრაფი გავრცელებისა და სიკვდილობის გაზრდის პარალელურად კი ამერიკის სამხრეთ შტატებში, კვლავ გრძელდება დავა იმასთან დაკავშირებით, უნდა ატაროს თუ არა მოსახლეობამ პირბადეები. ეს დავა, სასწავლოს წლის დაწყების მოახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით გამწვავდა.

ფლორიდის შტატის ყველაზე დიდმა სასკოლო უბანმა, ოთხშაბათს გუბერნატორის სურვილის საწინააღმდეგოდ, გადაწტვიტა, რომ სკოლაში მოსწვალეებისთვის, პირბადის ტარება, სავალდებულო გახდება. ახლა პირბადეების სავალდებულო ტარების შემოღების წესი, პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა.

მიუხედავად გუბერნატორ რონ დესანტის გამოცემული ბრძანებისა, რომ ნიღბების ტარება სავალდებულო არ უნდა იყოს, მაიამი-დეიდის ოლქში, მაინც გადაწყვიტეს, რომ მათ არეალში მცხოვრებმა 360,000-მა სტუდენტმა სკოლაში სიარულის დროს პირბადე, აუცილებლად უნდა ატაროს.

ტეხასის შტატის გუბერნატორიც წინააღმდეგია პირბადეების ტარებისა, ამიტომ პარიზში, ტეხასის შტატში, ხერხს მიმართეს და პირბადე სკოლის დრეს-კოდში შეიყვანეს, რაც მათ 4,000 მოსწავლეს ავალდებულებს, რომ სასწავლო პროცესის დროს პირბადეები ატარონ.

ამერიკის დაავდებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოცემული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, დახურულ შენობაში ყოფნის დროს, ადამიანებმა პირბადე უნდა ატარონ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა. თუმცა ეს მხოლოდ რეკომდენაციაა და არა ბრძანება. ამიტომ, გუბერნატორები და შტატების ადგილობრივი მთავრობები, თავად წყვეტენ უნდა იყოს თუ არა სავალდებულო პირბადის ტარება მათ ტერიტორიაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG