ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ამერიკის ხმა“ 70 წლისთავს აღნიშნავს


საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმას“ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მსოფლიოს სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად სამოცდაათი წლის იუბილე მიულოცა.

„ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის გამავრცელებელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ცენზურასა და მკაცრ რეჟიმს სიტყვის თავისუფლებით უმკვლავდება“ - ბატონმა ობამამ ასე შეაფასა „ამერიკის ხმა“ თავის ვიდეო მიმართვაში.

ბირმის პრო-დემოკრატმა ლიდერმა აუნ სან სუჩიმ აღნიშნა რომ „ამერიკის ხმა,“ ისევე როგორც სხვა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც თავისუფლებას მოკლებულნი არიან.

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ „ამერიკის ხმის“ ტიბეტის განყოფილების დახასიათების დროს უმთავრესი მათ მიერ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება უმთავრეს უპირატესობად დაასახელა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შექმნილი „ამერიკის ხმა“ მოფლიოს ორმოც მეტ ენაზე მაუწყებლობს, რომელიც ყოველ კვირა 140 მილიონ მსმენელს მოიცავს.

1942 წლის 1 თებერვალს პირველი რადიო გადაცემის ეთერში გაჟღერებულ პირობას - „ეს არის ამერიკის ხმა... ინფორმაცია შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ჩვენ მხოლოდ სიმართლეს გეტყვით,“ - მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს.

XS
SM
MD
LG