ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერის ხელისუფლება: ამერიკის სამხედროების დაღუპვის საქმეს ვიძიებთ


ნიგერის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ თვეში ამერიკელი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ და მომხდართან კავშირში ეჭვმიტანილია სოფლის მმართველი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია.

ნიგერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ანალიტიკოსებიც ამბობენ, რომ შესაძლოა ამერიკელი სამხედროები მახეში სწორედ ამ სოფლის მცხოვრებლებმა გააბეს და თავდასხმის ადგილას შეიტყუეს.

„თავდამსხმელებს, ბანდიტებს, ტერორისებს ყოველთვის ჰყავდათ ადგილობრივ მოსახლეობაში მხარდამჭერები და დამხმარეები", - აღიარებს ალმოუ ჰასანი, ტონგო-ტონგოს მერი.

ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა სწორედ მის დაქვემდებარებულ სოფელში მოხდა. მისი თქმით, ამ სოფლის მმართველი, მოუნკაილა ალასანი მომხდარის შემდეგ სწორედ იმ ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს, რომ ადგილობრივები თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

რამდენიმე ოფიციალური პირის მტკიცებითაც, სოფლის მმართველი მართლაც დაკავებულია. ამ ინფორმაციას ადასტურებს ტილაბერის რეგიონის წარმომადგენელიც, რომელიც ეროვნული ასამბლეის სხდომაზე ამ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გავრცელებას ითხოვდა.

მერმა ჰასანმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში აღნიშნა, რომ დაღუპული ამერიკელები 4 სხვა ამერიკელ და 20 ნიგერელ სამხედროსთან ერთად მალის საზღვართან მდებარე ამ სოფელში პატრულირებდნენ და იქ თავდასხმის წინა საღამოს პიკაპის ტიპის ავტომობილებით ჩავიდნენ. ისინი, სავარაუდოდ, ადგილობრივ მოსახლეობას კითხავდნენ, მათ კი ტერორისტებს თავდასხმის მოსამზადებლად საკმარისი დრო მისცეს და შესაძლოა სხვაგვარადაც დაეხმარნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG