ადგილობრივი აქტივისტები სკეპტიკურად აღიქვამენ ნიგერიის შეიარაღებული ძალების განცხადებას, რომ დაჯგუფება ბოკ ჰარამის მიერ ორი წლის წინ ადგილობრივ სკოლაზე განხორციელებული რეიდისას გატაცებული 300 გოგონადან, მეორე-სერა ლუკა- თავისუფალია. შეიარაღებულმა ძალებმა ეს განცხადება გუშინ გაავრცელეს. პირველი მათგანი19 წლის ამინა ალი, 4 თვის ჩვილთან ერთად, გასულ სამშაბათს გაათავისუფლეს.
ნიგერიის მთავრობა ირწმუნება, რომ ყველაფერს აკეთებს ჩიბოკიდან გატაცებული გოგონების გასათავისუფლებლად.