ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: "ბოკო ჰარამი" თვითმკვლელ ტერორისტებად ბავშვებს იყენებს


გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ ნიგერიის დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” თვითმკვლელი აფეთქებებისთვის ბავშვებს იყენებს.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში მომხდარ აფეთქებებში “ბოკო ჰარამმა” 44 ბავშვი ჩართო, რაც გასულ წელთან შედარებით 10-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი აფეთქებებისას ყოველ მეხუთე შემთხვევაში თვითმკვლელ ტერორისტად ბავშვი იყო გამოყენებული, გაეროს მიხედვით ამ ბავშვების 75 პროცენტს გოგონები შეადგენენ.

აგარიში”ბოკო ჰარამის” მიერ ნიგერიაში 276 გოგოს გატაცებიდან 2 წლის შემდეგ გამოვიდა, მათგან 219 ჯერ ისევ იძებნება.

XS
SM
MD
LG