ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიეტნამის კიბერუსაფრთხოების კანონი ადამიანის უფლებებს ზღუდავს


უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ვიეტნამში დამტკიცებული კიბერუსაფრთხოების ახალი კანონი ზღუდავს ადამიანის უფლებებს, კერძოდ - გამოხატვის თავისუფლებას. კანონის მიხედვით, ოფიციალური პირების მოთხოვნის შემთხვევაში, ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა "გუგლი", ან "ფეისბუქი", ინტერნეტიდან მასალა 24 საათის განმავლობაში უნდა წაშალონ.

ამას გარდა, მოსახლეობის პირადი მონაცემები ვიეტნამში მდებარე ოფისების სერვერებში უნდა იყოს შენახული. კლერ აგარი, უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტისიის გლობალური ოპერაციების დირექტორი, ახალ კანონს გმობს და აცხადებს, რომ ვიეტნამის "რეპრესიულ კლიმატში" მსგავსი კანონი ადამიანთა უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტ რისკს უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG